ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი

დავითაშვილი: იმის დაჯერება, რომ ოცნებას არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, რთულია

იმის დაჯერება, რომ მმართველ პარტიას არ ჰყავს საპრეზიდენტო კანდიდატი, ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთულია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი, რომელსაც შეუძლია, კონკურენტულ ბრძოლაში მიაღწიოს წარმატებას. მმართველ პარტიას, რომელიც საქართველოში წარმოადგენს ძირითად პოლიტიკურ ძალას, ჰყავს ძალიან ბევრი ისეთი კანდიდატი, რომელიც შეიძლება, დასახელებული იყოს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ დაასახელებს თუ არა პარტია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც პარტია მიიღებს და უახლოეს ხანში ამის შესახებ მოსახლეობას ეცოდინება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატზე.

კომენტარები