გიორგი კვირიკაშვილი

ზოიძე: არ მიმაჩნია, რომ კვირიკაშვილი იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში

ჩემი წარმოდგენა გიორგი კვირიკაშვილზე, რაც იყო ის დარჩა. მე მადლობა გადავუხადე. ჰქონდა შეცდომებიც, ჰქონდა პრობლემებიც, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ის იყო ყველა ბოროტების სათავე ამ ქვეყანაში. გარკვეული შენიშვნები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობისთვის ჭარბვალიანობასთან და სიღარიბესთან მიმართებაში შესაძლებელი იყო უფრო ადრე გადადგმულიყო ნაბიჯები და დაგვეჩქარებინა რეფორმები. ამაში მე თვითონაც მქონდა გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პოლიტიკა არ უნდა იყოს ანგარიშსწორების ასპარეზი. მე არ ვაღიარებ პოლიტიკას, რომლითაც შეიძლება ვთქვა - „მეფე მოკვდა, გაუმარჯოს მეფეს“. ეს არის შუა საუკუნეების თემა. შეგვიძლია ვთქვათ, გაუმარჯოს მეფეს და დავანებოთ წინას თავი. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით. რა თქმა უნდა, სულ სხვა პოზიცია გამოთქვა პარტიის თავმჯდომარემ, ეს მისი თემა იყო იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ ეს კონსულტაციები. მე ამ კონსულტაციების მომსწრე არ იყავი. ჩემთვის გიორგი კვირიკაშვილი, რაც იყო ის დარჩა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ყოფილი პრემიერის კვირიკაშვილის შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ბოლო ინტერვიუში გააკრიტიკა. ზოიძის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები