პრეზიდენტის ხარჯები

ბესელია: მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები

ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ პრეზიდენტის საქმიანობა იყოს გამჭვირვალე. ე.წ. პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს ზოგიერთი რვა მილიონიანი კანონდარღვევის საქმეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დოკუმენტებით, რომელიც განსაიდუმლოვდა და სასამართლოში იხილება ყოფილ პრეზიდენტს აქვს ბრალი წარდგენილი, დაახლოებით, 8 მილიონზე მეტი სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების უკანონო გაფლანგვაზე. მოქმედმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები და მომავალმა პრეზიდენტმაც მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა გახადოს ხარჯები. დეტალურად და საჯაროდ უნდა იყოს წარმოდგენილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყველა ხარჯიც, რაც ბიუჯეტიდან არის დახარჯული. ეს კულტურა უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებული, რომ საჯარო იყოს ეს ინფორმაცია.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტების ხარჯების შესახებ.

კომენტარები