მარიხუანას მოხმარების ლეგალიზება

სააკაშვილი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე: ძალიან მაშფოთებს ჩვენი შვილების ბედი

იმის მაგივრად, საქართველოში კეთდებოდეს ფული მაღალ ტექნოლოგიებზე, იმის მაგივრად, რომ საქართველოს ბევრად მეტი რაოდენობით გაჰქონდეს მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ივანიშვილმა გადაწყვიტა, საქართველო აქციოს ნარკოტიკების დიდ მწარმოებლად და ამაზე ფული გააკეთოს, ქართველების დიდი ნაწილი გააქციოს, ვინც დარჩება, მისი ნაწილი დააბოლოს, რათა არავის გაუჩნდეს სურვილი წინააღმდეგობის გაწევის და ყველა ჩაჯდეს მის კორუმპირებულ სქემაში. მე ვარ ქართველი შვილის მშობელი და მე ძალიან მაშფოთებს ჩვენი შვილების ბედი ამ ოლიგარქის სქემაში. საქართველოს სჭირდება გადარჩენა, ნარკოტიკების თემა უნდა იყოს ბოლო მაღვიძარა საათი მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ სძინავს ან არ აქცევს ამას ყურადღებას, თუ ჩვენ გვყავს შვილები, უნდა ვიყოთ ყველა ფრთხილად. არამხოლოდ ქვეყანაა საფრთხეში, არამედ, თითოეული ჩვენგანის შვილის ჯანმრთელობა და მომავალია დიდი საფრთხის წინაშე

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა.

კომენტარები