უზენაესი სასამართლო

წულუკიანი: სიურპრიზად, მედიით გავიგე ნინო გვენეტაძის გადადგომის შესახებ

მე აბსოლუტურად გამოვრიცხავ, რომ ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება უკავშირდებოდეს რაიმე შიდა პროცესებს ან მით უფრო, ციანიდის საქმეს. არ მგონია, რომ ვცდებოდე, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან რამდენიმე კვირაა, არ მქონია არც სატელეფონო კონტაქტი და დღეს სიურპრიზად, მედიის საშუალებით შევიტყვე მისი ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებ მასთან საუბარს - რა ტიპის პრობლემები აქვს მას, როგორც მან განაცხადა ღიად ჯანმრთელობის, მოვიკითხო ადამიანურად და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და წარმატებები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის გადადგომაზე.

კომენტარები