ილია II: ნარკოტიკების მიღების ნებადართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა

ამ ბოლო დროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკები ერთ დონეზე არ ჩერდება. რაც დრო გადის, ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკებს და ვეღარ იკავებს თავს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებადართვა ეს არის მტრობა ჩვენი ერისა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნების დართვა ნარკოტიკებზე, თვითონ არ არიან თანახმანი, მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებული გახდნენ გამოეტანათ ეს დადგენილება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა და ნარკოტიკების მოყვანა. მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან, ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდების და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მე მოგმართავთ ყველას, უპირველეს ყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ინტელიგენციას, ახალგაზრდობას, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ შვილებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა დაცემის დასაწყისია. კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დავუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე. 

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კვირის გოლი: ჟერვინიოს სოლო-რეიდი "კალიარისთან"

კომენტარები