სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: სადღაც მაქვს შინაგანი ლოგიკა, ივანიშვილს დღეს ვეღარ ვუწოდებ რუს ოლიგარქს

მე რაც დავწერე წიგნში, ეს არის ის, რასაც ფიქრობდა იმდროინდელი სალომე ზურაბიშვილი. ოლიგარქი იყო, არის საერთო მცნება, ეს იყო ჩემი დახასიათება მისი. იყო ის, რაც იყო ჩემი და საერთოდ საზოგადოების დახასიათება ადამიანის, რომელსაც არ ვიცნობდი, ნანახიც არ მყავდა. იმის მერე გავიგე ბევრი რამე. გავიგე, მაგალითად, რომ ნაწილი იმ ძალიან დიდი საქმის, რაც მე მეგონა, რომ მიშა სააკაშვილი აკეთებდა, ანუ პოლიციის, ჯარის სახით, თურმე, ყოფილა ბიძინა ივანიშვილი. ძალიან რთული არის, რომ ამის მერე თქვა, რომ ეს არის რუსი ოლიგარქი. მე სადღაც მაქვს შინაგანი ლოგიკა. რაღაცას ვამბობ მაშინ, როდესაც, ჩემი ინფორმაციით, არის ასეთი სიტუაცია. დღეს ჩემი ინფორმაცია არის ძალიან განსხვავებული, სხვანაირად ვფიქრობ.

სხვანაირად ვფიქრობ მიშა სააკაშვილზეც, რომელსაც წამოვყევი 2004 წელს უდიდეს ავანტიურაზე და სხვანაირად ვფიქრობდი მასზე. დღეს, იმის მერე, რაც ვნახე ახლოდან, სულ სხვანაირად ვფიქრობ

თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა და გეგმებზე ისაუბრა.

კომენტარები