აგვისტოს ომი

უგულავა: ზურაბიშვილი იქნება აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი

"ომი 2008 წლის საქართველომ დაიწყო" - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, ოცნების ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. "მადამ პრეზიდენტი" ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო - ივანიშვილის ავლადიდების სამშობლო საფრანგეთია. მანამდე როგორც პრეზიდენტი ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. "ოცნების" ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდომას უშვებს - ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე - შთამომავლობა არ გვაპატიებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ზურაბიშვილმა გუშინ კითხვაზე ვინ დაიწყო 2008 წელს ომი, პასუხობს - "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების."

კომენტარები