ოკუპაცია

სააკაშვილი: 2008-ში რუსეთმა ვერ მიაღიწა მიზანს, მაგრამ 2012-ში მან მიზნის ნაწილს მიაღწია

2008 წელს რუსეთმა ვერ მიაღიწა მიზანს, მაგრამ 2012 წელს მან ამ მიზნის ნაწილს მიაღწია. ივანიშვილმა არამხოლოდ მოხსნა საქართველო საერთაშორისო განხილვის დღის წესრიგიდან, არამედ საერთოდ აღარ ახსენებს იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ სარკოზის შუამავლობით. საბოლოო ჯამში ნორმალური ტექსტის დოკუმენტით, რომელსაც ევროკავშირი საერთაშორისო გარანტიებში უდგებოდა. რომლის თანახმადაც რუსეთმა აიღო ვალდებულება გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან. ეს ხელშეკრულება რუსეთის დავალებით ივანიშვილმა საერთოდ დაივიწყა. მაგრამ ეს ხელშეკრულება არსებობს და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ მის დაცვას საერთაშორისო თანამეგრობობის დახმარებით. ახლა ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად აყენებს სალომე ზურაბიშვლს, რომელმაც საქართველო დაადანაშაულა რომ ჩვენ დავბომბეთ წითელუბანი, ჩვენ მოვუწყეთ პრივოკაცია ჩვენ თავს, ჩვენ დავიწყეთ ომი. ამაზე წიგნიც კი დაწერა. მთლიანად მიდის თამაში, რომ ჩააბეტონონ აგრესიის შედეგები. 

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა

კომენტარები