ბახტაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება იყოს შესაძლებელი

საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა შესაძლებელი გახადოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა. ჩვენი ქვეყანა განუხრელად ადგას სამშვიდობო გზას, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისაკენ, დევნილების დაბრუნებისაკენ და ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგების, ურთიერთობისა და ნდობის აღდგენისკენ.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მიერ გადადგმული არაერთი სამშვიდობო ნაბიჯი იმის დასტურია, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს განზრახული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება. თუმცა დღევანდელ დღეს, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვას ხაზი, რომ საქართველოსა და ჩვენი ერის ინტერესში არის მხოლოდ მშვიდობა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტა. საქართველოს ინტერესშია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო სამართლისა და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე.

დღეს, ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და კონსოლიდირებული პოზიცია, რათა რუსეთის ფედერაციამ მიიღოს მკაფიო სიგნალი, რომ მსოფლიო არ შეეგუება სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით თვითნებურად ცვლილების მცდელობებს. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებითა და ძალისხმევით, შესაძლებელი გახდება საქართველოში მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფა, ქვეყნის დეოკუპაცია და ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგება.

ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე და ქვეყნის ოკუპაციაზე არის მშვიდობა, ქვეყნის მდგრადი განვითარება, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, ეკონომიკის განვითარება, ჩვენი შეუქცევადი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი, უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის, რომ ერთად ვაშენოთ ძლიერი და ევროპული საქართველო.

პრემიერმინისტრის გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე - “მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ.”
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები