პრეზიდენტობის კანდიდატი

კუკავა: თუ ხალხი ზურაბიშვილს აირჩევს, ეს უარს ნიშნავს ნორმალურ სახელმწიფოებრიობაზე

სალომე ზურაბიშვილის გარდა, ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო ასეთი, რომ სანამ რუსული ტანკები არიან საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ ვწვეტთ ხელისუფლების კრიტიკას. გახსოვთ ალბათ ეს კადრები, ბევრგან გავიდა. სამწუხაროა, მაგრამ ეს პირველად არ ხდება ზურაბიშვილის ბიოგრაფიაში. თვითონ, მისი ოჯახი 1991 წლის ცნობილი მოვლენების დროსაც საუბრობდა , რომ გამსახურდია აფხაზების და ოსების გენოციდს ახორციელებს და არ ცნოთ საქართველოს დამოუკიდებლობაო. საქართველოს დადანაშაულება რუსეთთან მიმართებაში საჯაროდ, პოლიტიკური პირის მხრიდან, ვისაც ქვეყნის პრეზიდენტობა სურს, ამას ემოციურის და მეცნიერულის გარდა აქვს პოლიტიკური დატვირთვა, რასაც წესით უნდა აცნობიერებდეს ზურაბიშვილი. ეს დიაგნოზია, თუ ქართველი ხალხი სალომე ზურაბიშვილს აირჩევს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი უარს ამბობს ნორმალურ სახელმწიფოებრიობაზე. თუმცა მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე არ მოხდება 

ამის შესახებ პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თქვა.

კომენტარები