ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: რომ არა სააკაშვილის ახირება, ომი არ იქნებოდა

ჩემი პოზიცია ომთან დაკავშირებით ცნობილია, რომ დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი. ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი,რომ არა სააკაშვილის ახირება, რომ რუსებს აქვთ შეიძლება ბევრი, მაგრამ დაჟანგული ტანკები, რომ რუსები ვერ გაბედავენ ომში ჩართვას და ამერიკელები ჩვენ დაგვეხმარებიან. რომ არა ეს ახირება, ომი არ იქნებოდა. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოს  ენდონ, პირველ რიგში ოსები და აფხაზები და მერე სხვა პარტნიორები, უნდა ვთქვათ სიმართლე და დავსაჯოთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ომში არიან დამნაშავეები

ამის შესახებ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, დაღუპული ჯარისკაცებისთვის პატივის მისაგებად მისულმა ნინო ბურჯანაძემ თქვა.

კომენტარები