მამუკა ბახტაძე

ბახტაძე ომზე: მაშინდელმა ხელისუფლებამ ქვეყანას საფრთხე ვერ აარიდა

ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები, აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები აფრთხილებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსი, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად, რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების, მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყნას ეს საფრთხე და შესაბამისად, მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.

კომენტარები