პრეზიდენტობის კანდიდატი

პრემიერი: ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია

როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ჩვენ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ამიტომაც მე ვერ შევაფასებ მის პოლიტიკურ განცხადებას.[სალომე ზურაბიშვილის მიერ ოკუპაციაზე გაკეთებულ განცხადებას] თუმცა მოგახსენებთ ჩემს პირად აზრს ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია - ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, რუსეთს ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 1990-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას.

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შესახებ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ 2008 წელს აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო. ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, ქართულმა ოცნებამ კი გადაწყვიტა რომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ დააყენოს.

კომენტარები