საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

მამა თამაზი: ვინანებთ ყოველ წუთს, როცა მოღალატეობაზე უნდა გვესაუბრა და არ ვთქვით

უნდა გვახსოვდეს, რომ მოღალატეობაც, ქვეყნის გამყიდველობაც, უდარდელობაც, უიმედობაც, მტრის წინაშე კუდის ქიცინიც, მონობის შეგუებაც, უაზრო სიბეჩავეც, უთავმოყვარეობაც, საკუთარი ღირსების დავიწყებაც და სილაჩრეც უპირველეს ყოვლისა ზნეობრივი და სულიერი საკითხებია და სასულიერო პირის პირდაპირი მოვალეობაა მათზე საუბარი. დღეს უმძიმესი ცოდვაა გამოუყენებელი ამბიონი. როცა დასრულდება ჩვენი დრო, მწარედ ვინანებთ და ვინატრებთ ყოველ წუთს, როცა ამბიონიდან უნდა გვეთქვა სიტყვა და სათქმელი და არ ვთქვით. დღეს თითოეული გამოუყენებელი ამბიონი უმძიმესი ცოდვაა ღვთისა და ერის წინაშე. მართალ სიტყვას სულიწმინდის მახვილს უწოდებს ქრისტე და ეს მახვილი გვჭირდება დღეს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, დეკანოზი თამაზ ლომიძე facebook-ის პირად გვერდზე

კომენტარები