დეკანოზის ადვოკატი: აღარ დაიღალა იაკობა ამდენი მაიმუნობით? შარში თვითონაა

ვინ არის ავაზაკი და ვინ რას მოქმედებს, ამას ყველა მალე გაიგებს. არ დაავიწყდეს [ქორეპისკოპოს იაკობს] კრწანისის რეზიდენციების გასხვისება და მრავალი ქონების გასხვისება და დედა თამარი არ დაავიწყდეს კიდევ, პატიმრობაში რომ ყავს. მამა გიორგის ავაზაკად ნუ მოიხსენიებს. ავაზაკს ავაზაკი ეჩვენებოდა ყველაო. დუმილი, დუმილიაო მხოლოდ მისთვის გამოსავალიო - დუმან მხოლოდ გარდაცვლილები, მაგრამ ინფორმაციები მაინც რჩება. რაც არ უნდა იხტუნაოს იაკობამ და რაც არ უნდა იქადაგოს... შარში გაეხვევიანო, შარში არის თვითონ გახვეული. რომელი რანგისაა, კაპიტანია, პოლკოვნიკია, საგამოძიებო ორგანოშია? თუ ამდენი რამე იცის და ასეთი პირები არსებობდნენ, პატრიარქის მოკვლას რომ გეგმავდნენ. დღეს უკვე შორენა აღარ არის, დღეს პატრიარქია, ხვალ თვითონ აღმოჩნდება... კარგი რა, აღარ დაიმალა ამდენი მაიმუნობით?

უთხრა დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა ტელეკომპანია პირველს, ქორეპისკოპოს იაკობის ბრალდებებზე პასუხად. ქორეპისკოპოსმა დღეს დეკანოზ მამალაძეს ავაზაკი უწოდა და კიდევ ერთხელ დასდო ბრალი პატრიარქის მკვლელობის ორგანიზებაში
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები