ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როცა სასამართლოს გადაწყვეტილება ენმ-ს უკავშირდება, მარგველაშვილი აგრესიული ხდება

მისი [გიორგი მარგველაშვილის] დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ არის, სამწუხაროდ, არასახელმწიფოებრივი, ეს მან არაერთხელ გამოავლინა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სასამართლომ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და სამივე შემთხვევაში სასამართლო გახდა დარტყმის ობიექტი პრეზიდენტის მხრიდან. სამივე შემთხვევა ეხებოდა "ნაციონალურ მოძრაობას". ეს იყო სააკაშვილის ორი საქმე, სადაც ის გამტყუნდა კონკრეტულ დანაშაულებში, ეს იყო ასევე "რუსთავი 2"-ის საქმე. როგორც კი უკავშირდება სასამართლოს გადაწყვეტილება "ნაციონალურ მოძრაობას", მაშინვე ხდება ხოლმე მარგველაშვილი აგრესიული, ის გადადის შეტევაზე, ეს არის მისი კერძო დამოკიდებულება, მას აქვს თავისი სუბიექტური განწყობები, ინტერესები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში მონაწილეობას არ მიიღებს. კონსულტაციებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვადასხვა პარტიასთან, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ სახალხო დამცველთან მართავს.

კომენტარები