არჩევნები 2018

ზურაბიშვილი ომის დაწყებაზე: არ არის საჭირო, ეს თემა იყოს ერთადერთი თემა ჩემი კამპანიის

არაფერი სხვა განცხადება, მე უკვე გავაკეთე ჩემი ყველანაირი ახსნა-განმარტება, ეს იყო როგორც ვიცით, ამოვარდნილი კონტექსტიდან, მე მგონი, რომ არ არსებობს საქართველოში ორი განსხვავებული აზრი ამის შესახებ და მე მგონი, რომ არ არის საჭირო, ეს თემა გახდეს ერთადერთი თემა ჩემი საარჩევნო კამპანიის, როგორც ზოგიერთი ცდილობს, რამეთუ არის ძალიან ბევრი თემები, რომელიც აუცილებელია. ხვალიდან მე ვიქნები დიდი ჯიხაიშში, საიდანაც გავაკეთებ ჩემს პირველ განცხადებას ყველა იმ თემაზე, რომელიც იქნება ჩემი პრიორიტეტი, ჩემი ხედვა, მე მგონი, ეს არის საინტერესო, რომ კამპანია განიმართოს პოზიტიურზე და არა ლანძღვა-გინებაზე, რაც სამწუხაროდ, არის ჩემი ზოგი ოპონენტების და კონკურენტების არჩეული გზა. მე არ ვაპირებ, ამ გზაზე დავდგე, არ ვაპირებ ვუპასუხო, ვაპირებ, რომ ჩემს გზაზე ვიარო

პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს TV პირველის ეთერში, გადაცემის წამყვანმა ლევან ჩხაიძემ ჰკითხა, მაშინ, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, მისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებენ, შეიძლება თუ არა ამ საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა მოსაზრება შეცვალოს.

კომენტარები