იანოშ ჰერმანი

ჰერმანი: არ არის იოლი, თუმცა სასამართლო რეფორმისთვის რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში გზამკვლევი ასოცირების ხელშეკრულებაა. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩვენ სამოქმედო პროგრამა გაგვაჩნია. პრაქტიკაში ჩვენ ვადარებთ რეალობას ამ პროგრამასთან. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები. ჩვენი მხრიდან კი ჩვენ ნაკისრი გვაქვს ვალდებულება, საქართველოს ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გავუწიოთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის შესრულების პროცესში. რაც შეეხება რეფორმებს, მიუხედავად პროგრესისა, სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს. გვესმის, რომ არ არის იოლი, თუმცა უნდა გაგრძელდეს. ზოგადად, სასამართლო რეფორმის სფეროში რიგი ნაბიჯებია გადასადგმელი. საქართველოს მთავრობას ეს ესმის

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა უთხრა.

კომენტარები