მამუკა ბახტაძე

ბახტაძე პრეზიდენტის სასახლეზე: სახელისუფლებო შტოს შენახვა ხალხს მინიმალური უნდა უჯდებოდეს

ჟურნალისტებისთვის ძალიან ნათლად არის ცნობილი ჩემი მიდგომა, თუ ზოგადად გადასახადების გადამხდელებს რა უნდა უჯდებოდეს სახელმწიფოს და მისი შტოების შენახვა. ასე რომ, მე მაქვს ეს პოზიცია საკმაოდ პრინციპული ყველა შტოსთან მიმართებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაშიც ვრცელდება ჩემი მიდგომა. [...] საქართველოს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, გადასახადების გადამხდელებს უნდა უჯდებოდეთ ძალიან მინიმალური ყველა სახელისუფლებო შტოს შენახვა, მათ შორის საპრეზიდენტო ინსტიტუტის. რომელიც იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, სწორედ ის უნდა იყოს. და რა არის ოპტიმალური ვარიანტი, ეს არაერთხელ დათვლილა და იქნა გაცხადებული, მათ შორის ციფრების ჩათვლით.

ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს მოსაზრება, უნდა გააგრძელოს თუ არა ახალმა პრეზიდენტმა საქმიანობა ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში.

კომენტარები