თბილისის მეტრო

კალაძე: 15 სექტემბრიდან, მეტროში, პიკის საათისას მოცდის დრო 3 წუთამდე შემცირდება

15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება - ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული სარკინიგზო ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატებიან და ყოველივე ამის შედეგად, 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში 4-5 წუთით ლოდინი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, ეს დრო 3 წუთამდე დავიდეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები კიდევ დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები