ანგელა მერკელის ვიზიტი

კაპანაძე: მერკელთან პრესკონფერენციაზე პრემიერმა NATO-ზე ძალიან ცოტა ისაუბრა

ასეთი მაღალი დონის ვიზიტებისგან მოლოდინია, რომ ხელისუფლება წინა პლანზე წამოწევს ისეთ საკითხებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, მათ შორის, დეტალურ მიმართულებებს და კონკრეტულ ინიციატივებს. სამწუხაროდ, ეს ჩვენ ვერ ვნახეთ, პირველ რიგში პრემიერმინისტრის მხრიდან. რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა, მათ შორის ის, რომ საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ მაგალითად NATO-ზე მან ძალიან ცოტა ისაუბრა. რკინიგზაზე რამდენი ხანიც ისაუბრა, იმდენი ხანი რომ ესაუბრა NATO-ზე, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. ასეთი ტიპის შეხვედრებზე, როგორც ორმხრივი შეხვედრისას, ისე საჯარო დისკუსიისას, უნდა გაჟღერდეს კონკრეტული ამოცანები, იქნება ეს MAP-ი, კონკრეტული შედეგების მიღება, მაგალითად NATO-ს უფრო მეტი სამხედრო ყოფნა საქართველოში თუ სხვა. მორიგ ჯერზე საქართველოს ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.

ევროპული საქართველოს დეპუტატი აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრას და შეხვედრის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.

კომენტარები