კობახიძე: მერკელის პასუხები ტერიტორიულ მთლიანობაზე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

ანგელა მერკელის ვიზიტს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ის არის არა მხოლოდ გერმანიის ლიდერი, არამედ ევროპის მასშტაბით პოლიტიკური ლიდერი. აქედან გამომდინარე, მის მხარდაჭერას ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მან ამ ორი დღის განმავლობაში არაერთი სერიოზული გზავნილი გააჟღერა, რომელიც საქართველოს მხარდაჭერაზე ძალიან კონკრეტულ მითითებას მოიცავდა. მის პასუხებს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ჩვენთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. გერმანია და კონკრეტულად ანგელა მერკელი არის ჩვენი სუვერენიტეტის ძალიან მყარი მხარდამჭერი და ის მხარს უჭერს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ჩვენს სწრაფვას. ეს არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის შესახებ
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები