დემოკრატია

მერკელი: დემოკრატია არის მმართველი გუნდის შეგნება, რომ ერთ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში

ფაქტი, რომ მე აქ ვიმყოფები, ეს არის ცალსახა ნიშანი იმისა, რომ მე მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად განსხვავებული მდგომარეობა. საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა და მათ შორის, ოპოზიციისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად მასმედია და მას შეეძლოს თავისუფლად განვითარება. რა არის დემოკრატია? ეს არის გამარჯვება არჩევნებში უმრავლესობის, მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ის ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თსუ-ში, სტუდენტებთან შეხვედრაზე. ოფიციალური თარგმანი.

კომენტარები