ბახტაძე ევროინტეგრაციაზე: ძალიან ბევრია გასაკეთებელი და ამას კარგად ვაცნობიერებთ

გერმანია არის ჩვენი ერთგული მხარდამჭერი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. მსურს, ქალბატონ კანცლერს გადავუხადო დიდი მადლობა, ის მართლაც გახლავთ საქართველოს დიდი გულშემატკივარი. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომელიც შეეხება რუსეთის აგრესიას, ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებულ პირებს, იმ კატასტროფულ ჰუმანიტარ მდგომარეობას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ აგრესიას. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე და დავსახეთ მიზნები, როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, როგორ დავუახლოვოთ საქართველო უფრო მეტად ევროკავშირს. იცით, რომ ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე - ეს არის საგზაო რუკა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან და ამავე დროს ვისახავთ ამოცანებს, რათა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ამას კარგად ვაცნობიერებთ, მაგრამ ჩვენ გვყავს მეგობრები, რომლებიც დაგვეხმარებიან, რომ ეს მიზნები რაც შეიძლება მოკლე დროში იქნას მიღწეული.

პრემიერმინისტრი გერმანიის კანცლერის ვიზიტს აფასებსდა საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრობს. . ანგელა მერკელიზ ვიზიტი საქართველოშიდღეს დასრულდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები