ანგელა მერკელის ვიზიტი

სააკაშვილი: დღევანდელი ე.წ მთავრობა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ

დღევანდელი ე.წ მთავრობა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები" და მათ ერქვათ მთავრობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს და ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ რომ ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და უკვე ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წლევანდელი წლის ოქტომბერში.

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქში" გავრცელებულ მიმართვაში თქვა.

კომენტარები