ჯონ მაკკეინი

ობამა მაკკეინზე: ჩვენ ყველანი ვალში ვართ მასთან

მე და ჯონ მაკკეინი სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ვიყავით, სრულიად განსხვავებული წარსულით და ვეჯიბრებოდით ერთმანეთს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. მიუხედავად განსხვავებებისა, ჩვენ ერთგული ვიყავით უფრო მაღალი ღირებულებების - იმ იდეალების, რომელთათვისაც ამერიკელები და ემიგრანტები ერთნაირად იბრძოდნენ და მსხვერპლს წირავდნენ.

ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას პრივილეგიად აღვიქვამდით, კეთილშობილ მისიად, შესაძლებლობად, რომ გვემსახურა ამ იდეალების დასაცავად ჩვენს ქვეყანაში და გასავრცელებლად მთელ მსოფლიოში.

ჩვენ ამ ქვეყანას მივიჩნევდით ადგილად, სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ხოლო ჩვენს მოქალაქეობას აღვიქვამდით პატრიოტულ ვალად, რომ ეს ასე შეგვენარჩუნებინა სამუდამოდ. ძალიან ცოტა ჩვენგანს აქვს გამოცდილი გზა, რომელიც ჯონმა გაიარა და გამბედაობა, რომელიც მან აჩვენა. თუმცა, ყველა ჩვენგანს შეუძლია ისწრაფოდეს ასეთი გამბედაობისკენ, რომ უფრო დიდი სიკეთე ჩვენს საკუთარ თავზე მაღლა დავაყენოთ. ჯონმა საუკეთესოდ გვაჩვენა რას ნიშნავს ეს. ამისათვის ჩვენ ყველანი ვალში ვართ მასთან.

მიშელი და მე ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ სინდის და მათ ოჯახს.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა სენატორ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და წერილს აქვეყნებს.

კომენტარები