ჯონ მაკკეინი

ნოდია მაკკეინზე: პოლიტიკაში ღირსება შეინარჩუნა, რაც ცინიკური პოპულიზმის ეპოქაში ძნელია

ამ დღეებში წავიკითხე, რომ მაკკეინი „რომანტიკული კონსერვატიზმის“ ბოლო წარმომადგენელია. იმედი მაქვს, რომ მთლად ბოლო არ არის, მაგრამ მთავარია, რომ მან პოლიტიკაში ღირსების, ამაღლებულობის შეგრძნება შეინარჩუნა, რაც ცინიკური პოპულიზმის ეპოქაში ძალიან ძნელია. ის განსაკუთრებული, გამორჩეული ფიგურა იყო არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკაში; ამიტომ ის არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ მსოფლიომ დაკარგა.

ის, რომ სწორედ ეს კაცი საქართველოს გამორჩეულ მეგობრად დარჩა ბოლომდე, საშუალებას გვაძლევს, ჩვენ ქვეყანასაც უფრო იმედიანად ვუყუროთ. მას ესმოდა, რომ საქართველოს ბრძოლა და საქართველოსთვის ბრძოლა მორალური საკითხია და არა მხოლოდ გეოპოლიტიკური. ეს ჩვენც სულ უნდა გვახსოვდეს.

პოლიტოლოგი გია ნოდია ჯონ მაკკეინის შესახებ

კომენტარები