ჯონ მაკკეინი

ბოკერია მაკკეინზე: საქართველოს აღარ ჰყავს რკინის ნებისყოფის ქომაგი

დიდი ადამიანი გარდაიცვალა. ამერიკას, თავისუფალ სამყაროს, თავისუფლებისთვის მებრძოლ ერებს და მათ შორის, ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, აღარ ჰყავს რკინის ნებისყოფის ქომაგი - ჯონ მაკკეინი. 

მისი პოლიტიკური ხედვა, პრინციპულობა, თანმიმდევრულობა და პატიოსნება სამაგალითოა ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავისუფლებას იცავს. 

რთულია, სიტყვებით გამოვხატო მადლიერება მისი წვლილისთვის საქართველოს დაცვაში. 

ჯონ მაკკეინთან ურთიერთობის გამოცდილება უდიდესი პატივია ყველასთვის, ვისაც ამის შანსი მოგვეცა. 

სამძიმარს ვუცხადებ მის ოჯახს და ყველას, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

კომენტარები