გურამ კაშია

ზოიძე: ადამიანის დაჩაგვრა და საწინააღმდეგო აზრის აგრესიით გამოხატვა მიუღებელია

ჩემთვის მიუღებელია ადამიანის დაჩაგვრა, აგრესია, შემოტევები განსხვავებული აზრის მიმართ. ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის უფლება, სიტყვის თავისუფლება, ისევე როგორც საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის. მაგრამ ფორმა, როცა ეს აგრესიით გამოიხატება, ჩემთვის მიუღებელია. ანუ, ბატონ გურამ კაშიასთან დაუთანხმებლობის გამო სხვა პოზიციის ადამიანების მხრიდან აგრესია მიუღებელია. 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, აკაკი ზოიძე გურამ კაშიას ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.  ჰომოფობიურად​​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა. 

კომენტარები