გურამ კაშია

ბოკერია: კაშიას სიმტკიცე მისაბაძია, ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები

გურამ კაშია არის მაგალითი თუ როგორ უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე. მისი სიმტკიცე მისაბაძია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში თავისუფლებას იცავს.

ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ სიტყვის თავისუფლება და არავის მივცეთ შესაძლებლობა ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად საკითხის არსიც - ჰომოფობია ჩვენი საზოგადოების მტკივნეული თემაა, რადგან ჩვენს მოქალაქეებს ძალადობისა და შიშის ქვეშ უწევთ ცხოვრება. ჩვენი ვალია წინ აღვუდგეთ ამ ძალადობას და დავიცვათ ჩაგრულთა უფლებები.

გურამ კაშიას დაცვა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების საკითხია, ამას გარდა ფაშისტური ძალების წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. ამ ძალების აბსოლუტური უმრავლესობა პროპუტინისტურია და რუსეთის ინტერესებს ემსახურება საქართველოში.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ძალები საქართველოს ხელისუფლების წახალისებითა და მხარდაჭერით მოქმედებენ, ამიტომ პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებაზეა. საზოგადოებამ უნდა აიძულოს მთავრობა, დროულად შეზღუდოს ეს ძალები და დაიცვას გურამ კაშიას უსაფრთხოება

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია.

კომენტარები