გურამ კაშია

ბრეგაძე: გულშემატკივრები აპირებენ პროტესტის გამოხატვას კაშიას პერსონის წინააღმდეგ

ლევან კობიაშვილმა და გურამ კაშიამ დაურეკა პირადად შსს მინისტრს გახარიას და კატეგორიულად მოთხოვა მათ კონსტანტინე მორგოშიას და სხვა აქტივისტების გაჩერება. ქართველი გულშემატკივრები აპირებენ მასობრივი პროტესტის გამოხატვას საქართველო-ლატვიის თამაშის დროს გურამ კაშიას პერსონის წინააღმდეგ... მშვიდობიანი პროტესტი თავის თავში გულისხმობს გარკვეული სიმბოლიკის გამოტანას, გარკვეული შეიძლება რომელიმე ფეხბურთელის სურათის დაწვას... ჩვენ მივმართავთ შსს-ს და პროკურატურას, რათა დაიწყოს ლევან კობიაშვილის საქმიანობის გამოკვლევა ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით

ჰომოფობიურად​​​ განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი კაშია მას შემდეგ გახდა, რაც 2017 წლის 23 ოქტომბერს ჰოლანდიაში, "ვიტესის" რიგებში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. თუმცა, კაშიამ მაშინვე თქვა, რომ ის ძალადობას გმობს და არ ნანობს, რაც გააკეთა. LGBT ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA კაშიას თანასწორობის ჯილდოსაც გადასცემს. ჰომოფობების აგრესია კაშიას ამ ნომინაციასაც მოჰყვა

კომენტარები