გიგი უგულავა

უგულავა: მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებით კაშიას მხარდაჭერა ფარისევლობაა

გურამ კაშიას ნათქვამის შინაარსია სწორი - ეფუძნება თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს. ამიტომ მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებით მისი მხარდაჭერა, ასე ვთქვათ ცალი ყბით, ვალის მოხდა, ფორმალობაა და შესაბამისად ამაზრზენი ფარისევლობაა. ასევე, სულერთია კაშია ფეხბურთს თამაშობს თუ კორლინგს. ის მართალი, გაბედული ადამიანია და "ფეხბურთის სიყვარულის" გარეშეც იმსახურებს პატივისცემას და მხარდაჭერას.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა გურამ კაშიას მხარდაჭერაზე.

კომენტარები