გურამ კაშია

კალაძე: ყველა, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა გაგვიხარდება, გურამ კაშიას გვერდით ვდგავართ

გურამთან დაკავშირებით არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ. თქვენ იცით, რომ რომელ ქვეყანაშიც მუშაობდა გურამი, იმ ქვეყანაში მოხდა პოზიციის დაფიქსირება, იმ ფორმით, რა ფორმითაც მან ეს გააკეთა. თუმცა იმას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუსმენთ და ვუყურებთ, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ფორმით ფსიქოლოგიური ზეწოლა და შეურაცხყოფის მიყენება.

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო - მინდა, რომ ყველა, ვისაც სპორტი გვიყვარს, ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, ვისაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაგვიხარდება, ყველა ადამიანი ვუდგავართ გურამს გვერდით და ველოდებით ეროვნულ ნაკრებში

პირველი არხის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე გურამ კაშიაზე.

კომენტარები