უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

მეუფე ანანია: რუსეთის ეკლესია უკრაინის ეკლესიის დედა ეკლესიაა

უკრაინის ეკლესიის საკითხი ჯერ გადაჭრილი არ არის. ასე რომ, ის ცნობები, რომ თითქოს უკვე აღიარა, ვთქვათ კონსტანტინოპოლმა, ეს არ არის საბოლოო. არამედ, საბოლოო იქნება რა - კანონიკის თანახმად, დედა ეკლესიამ უნდა ცნოს აუცილებლად უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ამ შემთხვევაში დედა ეკლესია არის რუსული ეკლესია. თუ რუსული ეკლესია ცნობს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა ცნობს ყველა ეკლესია. მსოფლიო პატრიარქს არ შეუძლია ეს გადაწყვიტოს, კანონიკის თანახმად, დედა ეკლესიამ უნდა ცნოს აუცილებლად. ასე, რომ ეს საკითხი საბოლოოდ არ არის გადაჭრილი, თუმცა არის გადაჭრის პროცესი. საბოლოდ, გადაიჭრება, ჩვენ ეს გვჯერა. რუსეთის საპატრიარქო, კონსტანტინოპოლი, რუმინეთი, ბულგარეთი, ფინეთის ეკლესია, კვიპროსის ეკლესია - ეს მთელი სავსება არის, მთლიანობა არის. მსოფლიო ეკლესია როცა აღიარებს, რომ ის არის ავტოკეფალური ეკლესია, ჩვენც რა თქმა უნდა ვაღიარებთ

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია პირველ არხთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საუბრობს.

კომენტარები