პრეზიდენტობის კანდიდატი

ძიძიგური: კონსერვატორები სიამოვნებით დავუჭერდით მხარს სალომე ზურაბიშვილს

ჩვენი ფრაქცია, კონსერვატორები, რომელიც არის პარტნიორი პარტია "ქართული ოცნების" სიამოვნებით დავუჭერდით მხარს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და იცით რომ ასეთი ვერსიაც არის ძალიან განხილვადი და სერიოზული. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გახლდათ ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის პერიოდში 2007-2008 წლების განმავლობაში ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვიყავით დაპირისპირებული მაშინდელ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან და მეტსაც გეტყვით, რომ ის იყო ჩვენი პრემიერმინისტრობის კანდიდატი ჩვენს ბრძოლაში. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ძალიანაც მებრძოლი ქალბატონია. მას არასდროს უკან არ დაუხევია არცერთი, ყველაზე უფრო მწვავე პრობლემების წინაშეც და ის რა თქმა უნდა იქნება ღირსეული პრეზიდენტი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება, ამის შესახებ რამდნიმე დღეში იქნება ცნობილი 

"ქართულ ოცნებაში" შემავალი ფრაქციის კონსერვატორების წევრი, ზვიად ძიძიგური სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარს უჭერს.

კომენტარები