ევროპული საქართველო

უგულავა: გაუგებარია ენმ-ის ბრძოლა ჩვენთან, ჯილეხზე - ზურაბიშვილზე კონცენტრირების ნაცვლად

ბუნებრივია ისმის კითხვა, პარტიას, რომელთანაც ჩვენ ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით, გავაფორმეთ ხელშეკრულება, სადაც პირობა დავდეთ, რომ ვფოკუსირდებით პირდაპირი მნიშვნელობით ჯილეხზე, რასაც სალომე ზურაბიშვილი ჰქვია, ხვალ თუ ზეგ, რომ ქართული ოცნება დაუჭერს მხარს, რატომ რჩება დრო ნაციონალურ მოძრაობას, ამ სიმულაციური პროცესის წარმართვის, ამ სიმულაციური ტალღის შექმნისთვის, რომ ვიღაცები საიდანღაც მოდიან...

მე უბრალოდ მიკვირს ენმ რატომ იცლის ასეთი სიბეცისთვის და სიმდაბლისთვის. ერთადერთი პასუხი ამაზე შეიძლება იყოს ესეთი ხუმრობა. ეს ადამიანები წელიწადნახევრის წინ წამოვიდნენ ენმ-დან, რა განსხვავებაა თევდორაძეს, რომელიც ჯერ წამოვიდა და მერე 10 თვის წინ უკან დაბრუნდა, მას ხო არაფერი კავშირის აქვს დღევანდელ პოლიტიკურ პროცესთან, ანდრო მაღლაკელიძე ხომ არის მატყუარა, მაგრამ პრობლემა ხო მასში არ არის, რომ სამწუხაროდ ენმ-ს არ აქვს გასიგრძეგანებული მათთვის მტერი და ხალხის პრობლემა არის ქართული ოცნება, ეს პარტია ებრძვის მხოლოდ ევროპულ საქართველოს. მათ გვებრძოლონ ჩვენ, ჩვენ ვებრძვით ქართულ ოცნებას და ვემზადებით ქართული ოცნების დასამარცხებლად

უგულავა პასუხობს ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ევროპული საქართველოდან 140 ადამიანი ახლა გადავიდა ენმში.

კომენტარები