გია თევდორაძე

თევდორაძე: პოსტი არ გამოხატავს ზოგად კონტექსტში ქალის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას

ნამდვილად არ ვაპირებდი ჩემი პოსტის გამო განმარტებების გაკეთებას, მაგრამ რაკი ობიექტურად და გულწრფელად შეწუხებული ადამიანები ვიხილე ჩემს კედელზე, იმათგან განსხვავებით, რომლებსაც იაფფასიანი პოლიტიკური რევანშის მცდელობა და ქალთა უფლებების დამცველის მანტიის მოსხმის სურვილი ამოძრავებთ, მინდა განვმარტო:

ამ ფრაზას თავის პრეისტორია გააჩნია და 90-იანების დასაწყისში, ბაღდათის რაიონის ერთერთ სოფელში ერთმა ბებომ ძალიან სპეციფიური ინტონაციითა და კილოკავით, თქვა საცოლის შეფასების კრიტერიუმების კონტექსტში, ეს ამბავი არა ერთხელ გაგვიხსენებია და გვიხალისია მე და ჩემს ბავშვობის მეგობრებს.

ასე, რომ ჩემი პოსტი არ გამოხატავს ზოგად კონტექსტში ქალის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას, (ღმერთმა დამიფაროს!) ამის ამგვარად ინტერპრეტირებას ტყუილად ნუ ცდილობენ კონკრეტული ადამიანები, მაგრამ იმ ქალბატონისავე ხმით, ინტონაციითა და ირონიანარევი დამოკიდებულებით გამოხატავს ერთი კონკრეტული ადრესატის გონებრივ, სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც ნამდვილად არ არის სალომე ზურაბიშვილი, მიუხედავად ჩემი მისდამი პოლიტიკური ანტიპატიისა და შეუძლება, ადრესატმაც ამოიცნო თავისი თავი!
და თუ ამ პოსტის გამო ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, ვწუხვარ და მინდა ვიყო გულწრფელი, არაერთი რჩევის მიუხედავად, პოსტის აღებას არ ვაპირებ!

"გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" მოძრაობის წევრი გია თევდორაძე სოციალურ ქსელში ქალებზე მის მიერ დაწერილს პოსტზე განმარტებას აკეთებს. გუშინ თევდორაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - “ისე ,,რავა ვთქვა და...” ქალს ან გონება უნდა ჰქონდეს, ან სული, ან და... ლოგინში მაინც ვარგოდეს ”

კომენტარები