ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: მმართველ გუნდში დაასკვნეს, რომ ჩემმა შვილმა თავისით მიიყენა ჭრილობები

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დასკვნა დადეს, სადაც იკვეთება,რომ დამნაშავე არავინ არაა და ჩემმა შვილმა თავისივე ხელით მიიყენა სასიკვდილო ჭრილობები. თურმე ზაზა სარალიძე ითხოვს სუბელიანის პასუხისმგებლობას,ვინ გაღუნა დანა და ვინ დაანგრია ფარდული და არ ითხოვს, ვინ მოკლა დავით სარალიძე.

თქვენ დავით ზაზას ძე სარალიძე მოგაყენებთ პოლიტიკურ სასიკვდილო ჭრილობებს, თქვენი მომთრევის დედაც.

მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, მმართველი გუნდის წარმომადგენლების დასკვნას აკრიტიკებს ხორავას ქუჩის დანაშაულთან დაკავშირებით. საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დაახლოებით სამი თვის განმავლობაში შეისწავლიდა საქმეს. საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლებს განსხვავებული დასკვნა აქვთ. ზაზა სარალიძე დასკვნას facebook-ზე ეხმიანება.

კომენტარები