რუსული პროპაგანდა

ბახტაძე რუსულ "რბილ ძალაზე": გვინდა მექანიზმი, რომ არ დავუშვათ შესაძლო ნეგატიური პროპაგანდა

რაც შეეხება "რბილ ძალას“ და პროპაგანდას, რომელიც რუსეთიდან მოდის, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ საქართველოსთვის, სამწუხაროდ, ეს გახდა გამოწვევა მთელი დასავლეთისთვის და ევროპული ცივილიზაციისთვის.

აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის გამოწვევა, მაგრამ აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო - ქართულმა საზოგადოებამ თავისი გადაწყვეტილება და თავისი პოზიცია დიდი ხანია დააფიქსირა და ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს.

რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს შესაბამისი ეფექტური მექანიზმები, რომ არ დავუშვათ საქართველოში ისეთი პროპაგანდა, რომელიც შესაძლოა აისახოს ნეგატიურად მოსახლეობაზე, მაგრამ მე ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საფუძველს მოკლებული

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე რუსულ პროპაგანდაზე.

კომენტარები