საპრეზიდენტო არჩევნები 2018

კობახიძე: აგვისტოს ომზე ზურაბიშვილის პოიზიცია ქართული ოცნებისას შეესაბამება

ვფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც შეუძლია, პრეზიდენტის უფლებამოსილებები სათანადოდ განახორციელოს. მას აქვს სათანადო დამოკიდებულება ყველა საკითხთან დაკავშირებით. თქვენ ახსენეთ ომის საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მისი განმარტება თავის განცხადებებთან დაკავშირებით და მისი განმარტება შეესაბამება „ქართული ოცნების“ პოზიციას. შეგახსენებთ, ეს განმარტება რა იყო: ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წელს აგრესორი იყო რუსეთი, ის იყო შესაბამისად, ომის ინიციატორი, მისი სცენარით წარიმართა პროცესები 2008 წლის აგვისტოში საქართველოში, თუმცა ამ სცენარის განხორციელების აუცილებელი პირობა იყო ის მოქმედებები, რომელიც სამწუხაროდ, მაშინ განახორციელა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ არა ავანტურისტული მიდგომა, რომ არა უგუნურება, ვერ შეძლებდა რუსეთის ფედერაცია თავისი ამ სცენარის განხორციელებას. ეს იყო მისი დაზუსტება, დაკონკრეტება და ეს სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ჩვენს პოზიციას

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღეს

კომენტარები