საპრეზიდენტო არჩევნები

ბაქრაძე: საპრეზიდენტო არჩევნებს დღეს, როგორც არასდროს, ისე აქვს აზრი

მივმართავ თითოეულ იმ ადამიანს ვისაც ეჭვი ეპარებოდა ღირდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მისვლა მონაწილეობა და ხმის მიცემა ვინმესთვის. ჩემო ძვირფასო ამომრჩეველო, თანამოქალაქეებო, თანამემამულეებო, ამ არჩევნებზე აღარ წყდება მხოლოდ ის, ვინ იქნება პრეზიდენტი, ამ არჩევნებზე აღარ წყდება ის, რას გპირდებათ რომელიმე კონკრეტული კანდიდატი, ამ არჩევნებზე წყდება, ვინ იქნება პრეზიდენტის და ვინ დაიცავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესს და შევძლებთ თუ არა ქართველები არ ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ სამშობლოს აბრალებს ომის დაწყებას და აგრესიას. ამ არჩევნებს დღეს, როგორც არასდროს ისე აქვს აზრი. ამიტომ მინდა ყველას გთხოვოთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და გააკეთოთ თქვენი არჩევანი

ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

კომენტარები