პრეზიდენტობის კანდიდატები

ნათელაშვილი ზურაბიშვილზე: ვინც ამ სუბიექტს მისცემს ხმას, ის საქართველოზე ტყვიის მსროლელია

ვაი ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაგვახარა და კიდევ ერთხელ, როგორც მოსალოდნელი იყო გახსნა უკანასკნელი სამაშველო რგოლი კრემლის კანდიდატურის, სალომე ზურაბიშვილის სახით, პრინციპით, ჩემი არ არის მაგრამ სრულიად ჩემია. მმართველი პარტია მხარს უჭერს პერსონას, რომლის წიგნი მოსკოვმა წარადგინა მტკიცებულებად საერთაშორისო სასამართლოებში, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კანონიერად ჩამოსცილდა საქართველოს და ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. შესაბამისად, დღეს უკვე წყდება არა პრეზიდენტის არჩევის საკითხი, არამედ ეს არის რეფერენდუმი ქვეყნის, სახელმწიფოს, ხალხის ერთიანობაზე. აფხაზეთის დაბრუნებაზე. ცხინვალის დაბრუნებაზე. ვინც ამ სუბიექტს მისცემს ხმას, ის არის საქართველოზე ტყვიის მსროლელი. ვინც მას დააფინანსებს, ის არის ქვეყნის მტერი. ხოლო აქტივისტი, მისი მხარდამჭერი არის საქართველოს შადიმანი. ბიძინა ივანიშვილის მოვალეობაა მოგვატყუოს, ჩვენი ვალდებულებაა აღარ მოვტყუვდეთ

პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის მიერ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას გამოეხმაურა

კომენტარები