არაფორმალური მმართველობა

უსუფაშვილი: პოლიტიკური ხელმძღვანელი რომ ივანიშვილია, არ ვიცი, ბახტაძეს რატომ რცხვენია

პრემიერმინისტრის შეცვლის პროცესში, მან [ბიძინა ივანიშვილმა] სრულიად ღიად და აშკარად განაცხადა თავისი როლის შესახებ და ისიც თქვა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრი და რატომ და ა.შ. ასე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“, რომ არის ივანიშვილი, მე არ ვიცი, ბახტაძეს რატომ უჭირს ამის აღიარება და რატომ რცხვენია ამის... მე მივმართავ, ვთხოვ, ვურჩევ, მოვითხოვ, როგორც მოქალაქე, ჩვენი ქვეყნის დღევანდელი პრემიერისგან, ბატონი ბახტაძისგან, იყავით ლიდერი, უფრო ყოჩაღი, უფრო შემტევი, უფრო დამაჯერებელი, ეს თქვენი სამსახურეობრივი მოვალეობაა

საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის სიტყვებს გამოეხმაურა. Financial Time-ის ანალიტიკოსის ედუარდ ლუსის  დასმულ კითხვას:"თქვენ ბიძინა ივანიშვილთან ხართ ანგარიშვალდებული? ვინ არის თქვენი ბოსი?" - პრემიერმინისტრმა უპასუხა, რომ ის ანგარიშვალდებულია იმ ხალხის წინაშე, ვინც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა.

კომენტარები