გაგიჟდნენ? გადადგნენ ჭკუიდან? თუ რა მოუვიდათ? თუ მათი უფროსი ვინც არის, რავიცი, მათი უფროსი არის ივანიშვილი, ასე ვიცით ჩვენ. თუ ივანიშვილს აინტერესებს როგორც ახალი მეთოდი, ბერკეტი და მექანიზმი ახალი ფულის შოვნისა, ნუ თუ ამაშია საქმე, ცხადია, ყურმოჭრილი მონა "ქართული ოცნება" ამას დაეთანხმება
tbl.ge/34al
დაკოპირდა
ასე ეხმაურება პატრიოტთა ალიანის წევრი, ადა მარშანია, ახალ კანონპროექტს, რომელსაც შსს მთავრობასთან ერთად განიხილავს. მთავრობა მარიხუანას საექსპორტო პოტენციალს სწავლობს. განიხილება მოდელი, რომელშიც საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. ამ დროისთვის კანონპროექტი საჯარო არაა. უცნობია როდის მოხდება პარლამენტში ამ ცვლილებების ინიცირება.
ამავე თემაზე
- შსს: მარიხუანის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ
- კორონავირუსის გამო ამსტერდამში მარიხუანას საყიდლად ადამიანები რიგებში დგანან (ფოტოები)
- ამერიკაში მარიხუანას პირველი რესტორანი გაიხსნა
- 20კგ მარიხუანა, რომელიც პირს ხელბარგში უპოვეს - შემოსავლების სამსახური ფოტოებს ავრცელებს
- ძლიერმოქმედი მარიხუანა ზრდის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების რისკს