არჩევნები 2018

სალომე ზურაბიშვილი: სახელმწიფო მოღვაწეობა ვისწავლე ბავშვობიდან

არა, შთამომავლობითი არ არის, შთამომავლობით სხვა რამე არის, არის ქვეყნის მიმართ ვალდებულება, მე ამაში აღვიზარდე, რომ "შენ ყოველდღე (მამაჩემი ამას ყოველდღე ამბობდა) უნდა იფიქრო იმაზე, თუ იმ დღეს ქვეყნისთვის რა გააკეთე". შეიძლება იყოს ძალიან მცირე, ძალიან დიდი... ძალიან ბევრი რამე გააკეთა ნიკო ნიკოლაძემ თავის დროზე და სხვათაშორის, ამ ქვეყანას არ ახსოვს ისე, როგორც უნდა ახსოვდეს და ერთერთი ჩემი მოვალეობაც ეს არის, რომ გავახსენო, იმიტომ, რომ თანამედროვე საქართველო რეალურად მან დაიწყო.

და იმან, იქიდან მე მომდის, მე არც ვიცნობდი და ვერ მექნება პრეტენზია, რომ მისგან პირდაპირ ვისწავლე, სადღაც შეიძლება ჩაბუდებულია, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო მოღვაწეობა ვისწავლე ბავშვობიდან, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი არის ესა, ვიდრე პარტიულობა

პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი TV პირველის გადაცემაში "რეაქცია", წამყვანის კითხვაზე - "როცა თქვენი კანდიდატურა დაასახელეთ, მაშინ ახსენეთ ეს [რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი ხართ] და მინდა გკითხოთ, რატომ არის ღირსი სალომე ზურაბიშვილი, რატომ უნდა გახდეს პრეზიდენტი, იმიტომ რომ ნიკო ნიკოლაძის შთამომავალია? შთამომავლობითი ხაზია?"

კომენტარები