მარიხუანის ექსპორტი

მეუფე იაკობი მარიხუანის ექსპორტზე: არის რაღაც, რასაც არ დავთმობთ, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს

ეს იქნება ეროვნულ უსაფრთხოებაზე დიდი დარტყმა და არ შეიძლება დღევანდელ სიტუაციაში გაკეთება, იმიტომ, ავღანეთის მაგალითს გადახედონ, რატომ არის იმ სამკუთხედში ომები გადახედონ, ამდენი წელია. კოლუმბიას გადახედონ და.. ეს კარგია, როცა უცბად ფიქრობ, რომ ბიუჯეტი შეავსო, მაგრამ, ალბათ სხვა გზა უნდა მოვნახოთ, ეკონომიკა გავაძლიეროთ ალბათ, ჯობია. ჯობია, წლები ვიწვალოთ, ვიდრე, ვითომ იოლი გზით წავიდეთ. შიგნით მაგი ძალიან ცუდ რაღაცებს გამოიწვევს. ჯერ ხომ ეს ინიციატივა გაჟღერდა, ალბათ, მოთელვასავითაა, არის რაღაცა, რასაც არ დათმობს ადამიანი, ხო? არის რაღაც, რასაც არ დავთმობთ, თუ საჭირო გახდა [კონკრეტული ნაბიჯები] რა პრობლემააა, მარტო ქადაგება არა, რა... საკმაოდ დიდი ძალა აქვს საპატრიარქოს, ქართულ ეკლესიას და ჩვენ სახელმწიფოს ნაწილი ვართ, ცალკე არ განვიხილავთ ჩვენს თავს, ყოველთვის დავუდგებით სახელმწიფოს ძლიერებას, არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს ქვეყანას

პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი საქართველოში სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივირება-ექსპორტის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე.

კომენტარები