ოკუპაცია

მარგველაშვილი: ვინც რუსეთის აგრესიის გამართლებას ცდილობს, თავადაც აგრესორია

საქართველოს პრეზიდენტის მთავარი გამოწვევა იქნება ის, რომ წავიდეს ბევრ დედაქალაქში და დაიცვას ქვეყნის პოზიცია. მან უნდა თქვას, რომ რუსეთი დაესხა თავს საქართველოს, არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზი რუსეთის აგრესიის გასამართლებლად. ვინც ცდილობს რუსეთის აგრესიის გამართლებას ჩვენს მიწაზე, აგრესორია და ისტორიის ბნელ მხარეს დგას. ამას გარდა პრეზიდენტი არის მთავარსარდალი. ჯარისკაცები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ შენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შენი განცხადებები შეესაბამება მათ სამსახურს, სადაც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ქვეყნის კეთილდღეობისათვის. მათ უნდა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ დააყენებს მათ სამსახურს.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე. 12 აგვისტო, 2018

კომენტარები