არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, რადგან ბოღმა და ტყუილი ყელში ამოვიდა

მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძულვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა".

და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, ქმნის რაღაც შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე. და ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და მე კი არ ვარ რაღაც სასწაული ჯოხის მომტანი, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ თქვენ, მე, მედიამ, რომელსაც დიდი როლი აქვს ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ. ცხადია, ეს იწყება ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

კომენტარები