კანაფი

სუბარი: მოთხოვნა კანაფისგან დამზადებულ წამლებზე მაღალია, საქართველოში გამოიყენება ველურად

კანაფის მოყვანა ფარმაციაში გამოყენების მიზნით არის ძალიან მიღებული პრაქტიკა ძალიან ბერვ ქვეყანაში, წამყვან დემოკრატიულ ქვეყნებში და მსოფლიოში და ძალიან ხშირ შემთხვევაში წამალი ისეთი ნივთიერებებისგან მზადდება, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს სხვა ეფექტი, რომელიც საჭიროა იმ ადამიანების ჯანმრთელობისთვის მისი სწორად გამოყენება. ამ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის საქართველოსი დამზადებაზე. საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს ისეთი ფარმაციის განვითარებული ქსელი, როგორც არის წამყვან ქვეყნებში თუმცა, მოთხოვნილება კანაფისგან დამზადებულ წამლებზე მთელს მსოფლიოში არის ძალიან მაღალი და მათ შორის საქართველოშიც არის მაღალი. ხშირ შემთხვევაში ის როცა საქართველოს ვამბობ, გამოიყენება ძალიან ველურად. მაგალითად ვამბობ, ადამიანებს ვიცნობ, რომლებსაც 500 დოლარს იხდიდნენ რამდენიმე წლის წინ კანაფის ზეთში, რომელიც ჩამოჰქონდათ შუა აზიიდან და ითვლებოდა, რომ ეს სიმსივნური დაავადების სამკურნალო უებარი საშუალება იყო. დღეს უკვე იგივე ზეთი შეგვიძლია ვიყიდოთ ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტების ქსელში, საკმაოდ ძირი ღირს და არ გონია მას ისეთი ეფექტი ჰქონდეს რომელიც იმ თანხად ღირდა

ამის შესახებ რეგიონის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა TV პირველის ეთერში თქვა.

კომენტარები